Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში ცვლილებები შევიდა

598c46a30ab7a
BM.GE
10.08.17 15:41
799
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებში ცვლილებები შეიტანა, რაც ითვალისწინებს ელექტროენერგიის წარმოებისა (ჰიდროგენერაცია) და გადაცემის ლიცენზიატ საწარმოებითვის ტარიფების დადგენას რეგულირების სამ წლიან პერიოდზე. აღნიშნული ცვლელებების მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოებისა (ჰიდროგენერაცია) და გადაცემის ლიცენზიატებს ტარიფები დაუდგინდებათ 2018 წლის 1 იანვრიდან რეგულირების 3 წლიან პერიოდზე და კომისია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადახედავს და მოახდენს დადგენილი ტარიფების კორექტირებას რეგულირების პერიოდის დასრულებამდე.

რაც შეეხება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატებს, მათთვის ტარიფების გაანგარიშება 2014 წლიდან ხდებოდა გაანგარიშების 3 წლიან პერიოდზე, თუმცა ყოველწლიურად ხდებოდა ტარიფის კორექტირება და ახალი ტარიფების დადგენა.

ახალი რეგულაციების მიხედვით, ასევე განაწილების ლიცენზიატებისთვისაც, კომისია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გადახედავს და მოახდენს დადგენილი ტარიფების კორექტირებას რეგულირების პერიოდის დასრულებამდე.