Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ელჩი: საქართველოს ინტერესებში ნამდვილად უნდა შედიოდეს ირანთან თანამშრომლობის გაღრმავება

5922e7db37bf9
BM.GE
22.05.17 17:28
859
"შემიძლია თამამად ვთქვა რომ ირან-საქართველოს საქმიან ურთიერთობებს და გეგმებს ლიმიტი არ აქვს, მეტიც, ეს თანამშრომლობა იქნება სამაგალითო თითოეულ ასპექტში სხვა ქვეყნებისთვისაც“, - განაცხადა „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ირანის ელჩმა საქართველოში სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა. ელჩი ამბობს, რომ საქართველო რეგიონში ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა თავისი გეოგრაფიული ლოკაციიდან გამომდინარე.

"საქართველო ფაქტობრივად ევროპაში გამავალი კარია. რაც შეეხება ირანს, მისი მოცულობა და მასშტაბები საქართველოსთან შედარებით რასაკვირველია ძალიან დიდია, თუმცა საქართველო-ირანს შორის თანამშრომლობა ძალიან პოზიტიურ ცვლილებებს მოიტანს როგორც ერთი ქვეყნისთის ისე მეორესთვის. სპარსეთის ყურე-შავი ზღვის სატრანზიტო დერეფნის განვითარება ძალიან მნიშნელოვანია სამუშაო ადგილების შექმნის, ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კიდევ არაერთი მნიშნელოვანი საკითხის პოზიტიურად შეცვლის თვალსაზრისით“, - ამბობს ელჩი და დასძენს, რომ საქართველოს ინტერესებში უნდა შედიოდეს თანამშრომლობის გაღრმავება ირანთან.

„გასათვალისწინებელის ის ფაქტი, რომ ერთი მხრივ საქართველოს ბაზარი არც ისე მოცულობითია და მეორე მხრივ, მოთხოვნა ირანიდან საკმაოდ მაღალია, ამიტომ სასურველია, თუ თქვენი ქვეყნის ხელისუფლება ისევე როგორც კერძო სექტორი აქტიურად იქნება დაინტერესებული ამ ბაზრის განვითარებით და შესაძლებლობების გამრავალფეროვნებით, რასაკვირველია ეს ძალიან წაადგება ორმხრივ თანამშრომლობას ჩვენს ქვეყნებს შორის. წარმოების თვალსაზრისით თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ საქართველო იყოს ეგრეთწოდებული შუა რგოლი ირანსა და ევროპა შორის“, - ამბობს ელჩი „საქმის კურსთან“ ინტერვიუში.