01.Feb.2016 11:38
Economy

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ ერთი პოზიციით უკან დაიხია და 23-ე ადგილი დაიკავა

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით, საქართველომ ერთი პოზიციით უკან დაიხია და 23-ე ადგილი დაიკავა
2016 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 23-ე ადგილს იკავებს და უმეტესად თავისუფალი ქვეყნების სიაშია. Heritage Foundation-ის მიმდინარე წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 72,6-ია, რაც წინა წელთან შედარებით 0,4 ქულით შემცირებული მაჩვენებელია. ევროპის რეგიონში საქართველო 12-ე პოზიციაზეა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, საქართველოს სარეიტინგო ქულა 3,2 ნიშნულით გაუმჯობესდა. გასულ წელს საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილს იკავებდა, რეგიონში კი მეთერთმეტე. 
 
როგორც კვლევაშია აღნიშნული, მიუხედავად რეგიონალური გამოწვევებისა საქართველოს ეკონომიკამ მდგრადობა შეინარჩუნა. "კორუფციის აღმოფხვრისა და ფისკალური სტაბილურობსკენ მიმართულმა ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო. საქართველოს სამეწარმეო გარემო რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქვეყანაში კრიტიკულად რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობა და ეფექტიანობა", - ნათქვამია კვლევაში. Heritage Foundation-ის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა მოახდინა რუსეთში ეკონომიკურმა ვარდნამ და ნავთობზე შემცირებულმა ფასებმა, რამაც 2014 წლის ნოემბრის შემდეგ, ქვეყნის ვალუტის დოლარის მიმართ, 30 პროცენტით გაუფასურება გამოიწვია. „საქართველოში 2008 წელს, რუსეთი შეიჭრა და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რეგიონების დაკავება გააგრძელა. 2012 წლის არჩევნებში მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ "ქართული ოცნება" დაამარცხა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". საქართველოში ქვეყნის დასაქმებული მოქალაქეების ნახევარზე მეტი სოფლის მეურნეობასა და მასთან დაკავშირებულ მრეწველობის სფეროშია დასაქმებული“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი ქვეყნებს შემდეგი ოთხი კრიტერიუმით აფასებს, - კანონის უზენაესობა, მთავრობის ზომა, რეგულაციების ეფექტიანობა და ღია ბაზარი.

საკუთრების უფლების კუთხით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 40-ია და ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ გაუმჯობესებულა. საქართველო საკუთრების უფლების კუთხით, მსოფლიოში 69-ე ადგილს იკავებს. კორუფციისგან თავისუფლების კუთხით, საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით, 3,0 ქულით გაუმჯობესდა, 52 ქულით საქართველო მსოფლიოში 51-ე ადგილს იკავებს.

ფისკალური თავისუფლება, - საქართველოს პოზციაია წინა წელთან შედარებით, 0,4 პუნქტით გაუმჯობესდა და ქვეყანა 87 ქულით, მსოფლიოში 36-ე ადგილს იკავებს. მთავრობის დანახარჯების მიხედვით, საქართველოს ქულა 75-ია, შედეგად ქვეყანა 67-ე ადგილს იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 1,5 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

რეგულაციების ეფექტიანობა - აღნიშნულ კომპონენტში საქართველოს პოზიცია ყველა კრიტერიუმში გაუარესდა. კერძოდ, - ბიზნესის თავისუფლების კუთხით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 86,5-ია, ქვეყანას მსოფლიოში 14-ე ადგილი უკავია, თუმცა წინა წელთან შედარებით საქართველოს ქულა 2,1 პუნქტით გაუარესდა. შრომის თავისუფლება, - საქართველო 26-ე ადგილზეა, პოზიცია 4,2 ქულით გაუარესდა. მონეტარული თავისუფლება, - საქართველო 80 ქულით, 57-ე ადგილს იკავებს, ქვეყნის პოზიცია 2,2 ქულით გაუარესდა.

რაც შეეხება ღია ბაზარს, - საქართველო ვაჭრობის თავისუფლების კუთხით, მსოფლიოში მეშვიდე ადგილს იკავებს, ქვეყნის სარეიტინგო ქულა კი 88,6-ია. საინვესტიციო თავისუფლების კუთხით, საქართველოს ქულა 80-ია, ფინანსური თავისუფლების კუთხით კი ქვეყანას 60 ქულა აქვს მინიჭებული.



14.Dec.2018 19:33
51

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
45

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
45

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
55

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More
13.Dec.2018 18:59
47

Foreign Direct Investments Reduced by 48% in Third Quarter of 2018

More
13.Dec.2018 18:58
32

“Justice System Reforms Need to be More Expeditious - We Will Probably use Foreign Judges”

More