Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეკონომიკურ დანაშაულზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის დადგენილი თანხის ოდენობა 100 000 ლარამდე იზრდება

58ff126ea3a57
BM.GE
25.04.17 13:08
1417
 „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები შედის. კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე ფინანსთა სამინისტრომ წარადგინა.

"საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის, - კანონპროექტთა პაკეტი საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.

პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს.

ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა - უპირველეს ყოვლისა, ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა, ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა გიორგი გახარიამ", - განაცხადა პრემიერმა.