Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EIA: აშშ ბუნებრივი აირის მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორობისთვის ემზადება

596b26efd13af
BM.GE
16.07.17 15:00
766
აშშ-ს სურს, რომ ბუნებრივი აირის მსოფლიოს უმსხვილესი ექსპორტიორი გახდეს და ამით გამოწვევას უგზავნის ავსტრალიასა და კატარს, - ინფორმაციას ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო ავრცელებს.

EIA-ს პროგნოზით, ბუნებრივ აირზე მოთხოვნა, მომდევნო 5 წლის განმავლობაში ყოველწლიურად 1.6%-ით გაიზრდება. 2022 წლისთვის კი მისი მოხმარება თითქმის 4 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.

საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (EIA) აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ფიქალის რევოლუციის დასრულებას, თუმცა ახლა იგი უფრო თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებით არის დაინტერესებული. მისივე თქმით, გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თხევად გაზს მოიხმარენ. ასეთი ქვეყნების რიცხვი 2005 წელს 15 იყო, ხოლო 2017 წელს 39-ია, რაც იმას ადასტურებს, რომ თხევადი ბუნებრივი აირი ახალი კლიენტების ყურადღებას იპყრობს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

ამერიკის შეერთებული შტატები უკვე არის მსოფლიოში ბუნებრივი აირის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს კვლევის შედეგების თანახმად, 2022 წლისთვის ბუნებრივი აირის წარმოების მოცულობა ქვეყანაში 890 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

ამდენად, შეერთებული შტატებს სურს კატარსა და ავსტრალიას გადაუსწროს და 2022 წლისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდეს.