Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ეგვიპტე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით დაინტერესდა

56b4612f661ca
BM.GE
05.02.16 12:43
1140
საქართველოს სოფლის მეურნეობის საამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოს ეგვიპტის სოფლის მეურნეობისა და მელიორაციის სამინისტროს ვეტერინარული მომსახურების გენერალური ორგანიზაციიდან მაღალი რანგის წარმომადგენლები სტუმრობენ. შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან გაიმართა. ეგვიპტის დელეგაცია საქართველოს 26 იანვარს ეწვია. ვიზიტის მიზანი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოდან ცოცხალი საქონლის და ხორცპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით შესაბამისი ვეტერინარული პროცედურების შეთანხმება და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაცნობაა.
 
"ეგვიპტის დელეგაციის წევრებმა ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგებთან ერთად მოინახულეს საქართველოში მოქმედი სასაკლაოები, რომლებიც ჰალალის წესით ახორციელებენ ცხოველთა დაკვლას და დაათვალიერეს მეფრინველეობის ფაბრიკები. ეგვიპტის დელეგაცია აგრეთვე გაეცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამედროვე, დიაგნოსტიკურ მეთოდებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის მიხეილ სოხაძის განცხადებით, არაბული ქვეყნების დაინტერესება საქართველოდან ცოცხალი ცხოველების და ხორცპროდუქტების იმპორტით, მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც ხელი შეუწყო ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა და საქართველოსი, როგორც კეთილსაიმედო ქვეყნის იმიჯმა.

უცხოურ დელეგაციის შემადგენლობაში ეგვიპტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარული კარანტინის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორი, დოქტორი საიდ გადელმავლა, ცხოველთა ჯანმრთელობის კვლევის ინსტისტუტის ვიცე დეკანი, პროფესორი მუმტაზ შაჰინი და ვეტერინარიის ექსპერტი, დოქტორი ჰიაეკდინ ჰუსეინ აბდელმაგედი შედიან. წარმომადგენლობას აგრეთვე ახლავს ეგვიპტური ბიზნესწრეების წარმომადგენლები", - განმარტავენ უწყბაში.