Home
Category
TV Live Menu
Loading data...

EBRD-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა - ორგანიზაცია რეგიონში ყველაზე მაღალ ზრდას საქართველოში ელოდება

5912e09d365a0
სალომე მეცხვარიშვილი
10.05.17 13:40
1113
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელი დატოვა. როგორც EBRD-ის ბოლო, 10 მაისის, ანგარიშშია აღნიშნული, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3,9% იქნება, 2018 წელს კი 4,2%.

ორგანიზაციის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ კავკასიაში მოსალოდნელია პოზიტიური დინამიკა 2017 წელს გასული წლის სტაგნაციის შემდეგ. თუმცა, EBRD პროგნოზირებს, რომ აზერბაიჯანსა და ბელარუსში რეცესია გაგრძელდება. რეგიონის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 1,1% იქნება.

რეგიონში 2017 წელს ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა საქართველოშია მოსალოდნელი, შემდეგ მოდის მოლდოვა 3%-ით, შემდეგ თურქეთი 2,6%-ით და სომხეთი 2,5%-ით. რუსეთში EBRD 1,2%-იან ზრდას ელოდება, უკრაინაში 2%-იანს. ბელარუსში და აზერბაიჯანში უარყოფითი ზრდა ფიქსირდება -0,5%.