Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ძუძუს კიბოთი დაავადებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გაიმართება

577e150673766
BM.GE
07.07.16 12:37
1322
შაბათს, 9 ივლისს, 12:00 საათზე, „ისთ პონტში“ საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიცია „ევროპა დონა საქართველოს“ ორგანიზებით მორიგი საქველმოქმედო აქცია - ხელნაკეთინივთების, აქსესუარების, ნახატების გამოფენა- გაყიდვა გაიმართება. შემოსული თანხა ძუძუს კიბოთი დაავადებულთა მხარდასაჭერას - კოალიციის ბენეფიციარებს მოხმარდება.

„ევროპა დონა საქართველო ანალოგიურ საქველმოქმედო აქტივობებს პერიოდულად ახორცეიელებს. ჩვენვართ "პაციენტები პაციენტებისთვის". ორგანიზაციამ ამ ხნის მანძილზე მრავალი პროექტი განახორციელა, რომლის ფარგლებშიც დახმარება გაეწია მრავალ ქალბატონს. ჩვენ ვეხმარებით მათ, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ! ასევე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა საქველმოქმედო პროცესში აქტიურად ჩაერთოს. ამჯერად, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ სამი შვილის დედას,რომელიც სამკურნალოდ თურქეთში მიემგზავრება“,- განაცხადა „ევროპადონა – საქართველოს“ პრეზიდენტმა ანა მაზანიშვილმა.