Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დუბაიში ბურჯ-ხალიფაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდება

570b7abd384ef
BM.GE
11.04.16 14:21
1404
დუბაიში ბურჯ-ხალიფაზე მაღალი ცათამბჯენი აშენდება. Emaar Properties-ი ჯერ არ ამხელს რა სიმაღლის იქნება ახალი შენობა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის 828 მეტრიან ბურჯ-ხალიფას სიმაღლეს ბევრად გადააჭარბებს. პროექტის ღირებულება 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს და მისი დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
 
რაც შეეხება მშენებლობას, პროექტის დიზაინერი, ესპანელი არქიტექტორი და მოქანდაკე, სანტიაგო კალატრავა ვალსი იქნება. ამავე კომპანიის Emaar Properties-ის მიერ არის აშენებული ამ დრომდე ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში, ბურჯ-ხალიფა, რომლის მშენებლობაც 2010 წელს დასრულდა.