Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დონალდ ტრამპი CNN-ს, დებატებში მონაწილეობისთვის, 5 მილიონ დოლარს სთხოვს

566014a8e1213
BM.GE
03.12.15 14:08
1261
დონალდ ტრამპი CNN-ს, საპრეზიდენტო დებატებში მონაწილეობისთვის, 5 მილიონ დოლარს სთხოვს. "მე არ გავაკეთებ დებატებს, სანამ ისინი 5 მილიონ დოლარს არ გადამიხდიან," – განაცხადა ტრამპმა. მისი სიტყვებით, ის ამ ფულს ომის ვეტერანების დასახმარებლად გადარიცხავს. უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრამპის კომენტარები, თუმცა ცნობილია, რომ წინა დებატებს ძალიან მაღალი რეიტინგი ჰქონდა.

ჯორჯ ბუში ტრამპის პრეზიდენტობის პერსპექტივას "შემაშფოთებელს" უწოდებს. შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნები მომდევნო წელს გაიმართება.