Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დმანისში 8,4 კილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

571f2c9abe978
BM.GE
26.04.16 12:52
1023
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დიდი დმანისი–დმანისი–გომარეთი–ბედიანის საავტომობილო გზის 8,4 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
 
გზის აღნიშნული მონაკვეთი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფლებზე (ყარაბულახი, ახასა, ველისპირი და განახლება) გადის და 30 წელზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. ამორტიზებულ გზაზე ასფალტი მხოლოდ ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი.

პროექტი ითვალისწინებს: ასფალტ–ბეტონის საფარის, მწყალგამტარი მილების, კიუვეტებისა და გაბიონების მოწყობას; ასევე, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, გზის შემოფარგვლის, საგზაო ნიშნების მონტაჟისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება მდ. შუახრამზე არსებულ ხიდსაც. ხოლო მდ. ახაზე ერთი ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდება.

სარეაბილიტაციო მონაკვეთზე, ამ დროისათვის გზის საფუძვლის მოწყობისა და ასფალტ–ბეტონის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 მილიონ 149 ათასი ლარია.