Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Disney-ს სასამართლოში უჩივლეს

596f8cd91ce6e
BM.GE
19.07.17 20:45
776
ბიზნესმენ სტივ პერლმანის კომპანიამ Rearden, სან-ფრანცისკოს სასამართლოში Disney-ს წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანიაში ეჭვობენ, რომ Disney-მ დაარღვია საავტორო უფლებები, კერძოდ, სავაჭრო ნიშნის პატენტი, რომელიც Disney-ს ტექნოლოგების MOVA Contour-ის მიერ იყო გამოყენებული ფილმებში : "Beauty and the Beast", "The Guardians of the Galaxy" და "The Avengers: The Age of the Altron."

Rearden მოითხოვს კომპანიებს შორის მოლაპარაკებების დასრულებამდე ჩამოთვლილი ფილმების ჩვენება აიკრძალოს. კომპანია ამტკიცევს, რომ Disney-ს უნდა სცოდნოდა, რომ MOVA-ს ტექნოლოგიის ექსკლუზიური გამოყენების უფლება სწორედ კომპანია Rearden-ს ეკუთვნოდა და არა Digital Domain-ს, რომელსაც მომსახურებაში Disney-მ ფული გადაუხადა.