Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: კერძო სექტორი ის ძალაა, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს

565d95aa03cc6
BM.GE
01.12.15 16:40
1483
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, კერძო სექტორი ის ძალაა, რომელიც ეკონომიკას ამოძრავებს და სამუშაო ადგილებს ქმნის. შესაბამისად, როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ბიზნესთან პირისპირ შეხვედრების გამართვა და დიალოგის არსებობა.
 
"მართალია, ბევრი რეფორმა განხორციელდა ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, მაგრამ რეფორმების პროცესი არ უნდა გაჩერდეს, ვინაიდან გარემო მუდმივად ცვალებადია და ჩვენ უნდა შევძლოთ ახალ რეალობებზე მორგება. ამიტომ, ეს რეფორმების პროცესი, ბუნებრივია გრძელდება." დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო რეფორმები, რომლის განხორციელებაც იგეგმება. მათ შორისაა, საპენსიო რეფორმა, რომლის მიზანია კერძო დაგროვებითი საპენსიო მოდელის დანერგვა. აგრეთვე კაპიტალის ბაზრის რეფორმა, ინტერნეტიზაცია, კადასტრი და სხვ.

შეხვედრაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პროექტ "აწარმოე საქართველოში" ჩართული კომპანიების ფინანსური მხარდაჭერის ხელშეწყობისთვის მადლობის სიგელი გადასცა პროექტში მონაწილე კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.

შეხვედრა მინისტრთან, "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის" ორგანიზებით, შეხვედრების ციკლის "ბიზნესის დიალოგი მთავრობასთან" ფარგლებში გაიმართა.