Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: გაჟღერდა იდეა, რომ ნასვამ მოთხილამურეს უნდა ჩამოერთვას თხილამური

5698f61a80be5
BM.GE
15.01.16 17:35
1274
სამთო კურორტებზე უსაფრთხოების ნორმები კანონით დარეგულირდება, შესაბამისი კანონმდებლობაში ცვლილებები და დამატებები 10 დღის ვადაში შევა. როგორც დღეს ეკონომიკის მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კანონპროექტი უკვე შედგენილია.
 
"ჩვენ რაც გვქონდა მომზადებული აღმოჩნდა უფრო რბილი, ვიდრე მოთხოვნაა. გუშინ გაჟღერდა იდეა, რომ ნასვამ მოთხილამურეს უნდა ჩამოერთვას თხილამური, იმასთან ერთად რომ ის მთიდან უნდა გავიყვანოთ. 10 დღის განმავლობაში, თუ შევთანხმდით რომ უნდა შევიდეს ამ დრაფტში ცვლილებები, შევიტანთ და გავიტანთ მთავრობაზე“, - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, კანონი შეეხება როგორც ნასვამ ასევე ფხიზელ პირებს, დიმიტრი ქუმსიშვილი განმარტავს, რომ თუ მოსრიალე თავისი ქცევით საფრთხეს უქმნის თავის თავს და გარშემო მყოფებს, მას გაფრთხილებას "სკი პატრული" მისცემს.