Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩინური ბანკი საქართველოში 100%-ით კომერციული იქნება

592c060014e31
BM.GE
29.05.17 15:27
796
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყობს საქართველოში ჩინური ბანკის შემოსვლას. მინისტრი ამბობს, რომ ბანკი 100%-ით კომერციული იქნება.

"რაც არის ჩემთვის ცნობილი, ეროვნულ ბანკთან მიმდინარეობს ძალიან აქტიური მუშაობა და თანამშრომლობა. ჩინეთში ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციული ხასიათის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც კომპანიამ აიღო ის ვალდებულები რაც გაჟღედა, - ეს არის 300 მილიონი დოლარის პირველადი შენატანი საწესდებო კაპიტალში, შემდგომ უკვე 1 მილიარდამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ძალიან საინტერესო იყო ოფიციალურ პირებთან ჩვენი შეხვედრები, ჩვენ შევხვდით ჩინეთის ვიცე-პრემიერს და პრაქტიკულად მასთან დეტალურად განვიხილეთ ბანკის დაფუძნება საქართველოში. ჩინეთის მხრიდან ამხელა ინვესტიციებს სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა, რაზეც მივიღეღ თანხმობა და დადასტურება რომ ჩინეთის მთავრობა მაქსიმალურად ხელს შეუწყბს აღნიშნული ბანკის საქართველოში დაფუძნებას, ესაა 100%-ით კომერციული ბანკი", - ამბობს ქუმსიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი ბანკის გაცხადებული კაპიტალი 1 მლრდ. აშშ დოლარი, ხოლო შევსებული კაპიტალი - 300 მლნ აშშ დოლარი იქნება. ბანკის დამფუძნებლები არიან ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კორპორაცია „CEFC China Energy Company Limited“-ი და კომპანია „Eurasian Invest LLC”.