17.Nov.2015 13:09
Economy

დევნილთა 561 ოჯახი თბილისში ბინით დაკმაყოფილდება

დევნილთა 561 ოჯახი თბილისში ბინით დაკმაყოფილდება
დევნილებისთვის თბილისის ბინების განაწილების ეტაპი დასრულებულია. ყველაზე რთული და რუტინული პროცესი ბინების შერჩევა იყო. გადაცემა “საქმიან დილაში’’ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ბინას დევნილთა 13 000 ოჯახი ითხოვდა და სიის გადამოწმების შედეგად, 110 ოჯახზე შეჯერება. ეს ოჯახები ქულების მიხედვით შეფასდა და ამ ეტაპზე 561 ოჯახი დაკმაყოფილდება.

“პირველ სექტემბერს “ხუალინგის’’ ბინები უნდა ჩაგვებარებინა, დანარჩენების ვადა ჯერ გასული არ არის. სულ 561 ბინა განაწილდა. ამ 561 ბინიდან 330 არის “ხუალინგის’’, დანარჩენი ქართველი მენაშეენეების. აგვისტოს ბოლოსთვის ჩაბარება ვერ მოესწრო, რადგან კეთილმოწყობის სამუშაოები ქონდათ დარჩენილი. დღეს  დამთავრებულია. ხარვეზების გამოსწორება მოვითხოვეთ, რათა დევნილს ბინა ხარვეზების გარეშე ჩაბარდეს, მაშინ პრეტენზიაც არ იქნება მათი მხრიდან. ადვილი არ იყო შემოსული 13 000 განაცხადის დამუშავება. იყო შემთხვევები, როდესაც ერთი და იგივე ოჯახის სხვადასხვა წევრს ქონდა შევსებული განაცხადი. გადამოწმების შემდეგ, 13 000-დან 1010 განაცხადამდე ჩამოვიდა’’-აღნიშნა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიმა სოზარ სუბარმა.

დევნილებს სამი კვირა გამოეყოთ, რომ მათ გამოეთქვათ თავიანთი პრეტენზიები და კითხვებზე პასუხი მიღების საშუალება ქონოდათ. შემდეგ დაიწყო მონიტორინგის პროცესი. კომისიამ  დევნილთა საცხოვრებელი პირობები გადაამოწმა. სოზარ სუბარის ინფორმაციით, გადამოწმება აუცილებელი პროცესია, რადგან, როდესაც დევნილი ამბობს, რომ ქირთ, ან გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს ამაში უნდა დარწმუნდეს სამინისტრო. ბინებით დაკმაყოფილებულ დევნილთა ვინაობა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

“სამი კვირა მიეცათ დევნილებს, რომ ეს სია ენახათ. პრეტენზიის გამოეხატვის საშუალება მივეცით, რათა მოსულიყვნენ და გაეგოთ დეტალები.  ეს სამი კვირა მათ გამოიყენეს. შემდეგ დაიწყო მონიტორინგის ეტაპი, რომლის დროსაც მივდივართ და დგილზე ვნახულობთ დევნილთა ბინებს. როდესაც ისინი ამბობენ, რომ ქირით ცხოვრობენ ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს. საცხოვრებლებს ადგილზე ვნახულობთ, სურათებს ვიღებთ და შემდეგ კომისია განიხილავს მართლა არის თუ არა საცხოვრებლად მძიმე პირობები. შერჩევა დასრულებულია და უახლოეს დღეებში ეს სია გამოქვეყნდება. საგულისხმოა ის გარემოება, რომ დევნილები თავად ირჩევენ ბინებს ადგილმდებარეობის მიხედვით და ეს ხდება კომისიის თვალწინ, ისინი იღებენ ნომრებს’’-ამბობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი.

ბინების განაწილების მომდევნო ეტაპი თებერვალშია დაგეგმილი. შეფასების კრიტერიუმებს რაც შეეხება, სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მათთან ერთად არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ინსტიტუტი მუშაობდა.

“კრიტერიმებში ამჟამად ცვლილება არ იგეგემება. ყველა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შესაცვლელია კრიტერიუმები, კარგი იქნება, თუ წარმოადგენს ცვლილებების თავისებურ ხედვას. ეს განხილვას ექვემდებარება. ჩვენ დიდი ხანი ვმუშაობდით იმაზე, თუ რა და როგორ შეგვეცვალა. ამ მუშაობაში არა მხოლოდ სამინისტრო, არამედ არასამთავრობოები, სახალხო დამცველის ინსტიტუტი, საერთაშორისო ორგანიზაციები და კიდევ ერთხელ დავხვეწეთ. ზღვარი, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს ასეთი ზღვარი არ არსებობს. აპლიკაციების შევსების პროცესი დამთავრებულია. იგი 6 თვე გრძელდებოდა და მისი გადავადება ორჯერ მოხდა’’-განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა.
Author საქმიანი დილა



17.Dec.2018 13:43
27

2019 Budget Approved by Parliament

More
17.Dec.2018 13:42
30

IMF Representative: New Regulations Mean Less Credit Growth

More
14.Dec.2018 19:33
74

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
57

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
63

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
63

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More