Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დევი ხეჩინაშვილი: ბაზრობების დაზღვევა თუ სავალდებული არ იქნება, პროცესი ეფექტურად ვერ დარეგულირდება

592bdd80c87cc
BM.GE
29.05.17 12:35
956
"ბაზრობების დაზღვევა თუ სავალდებული არ იქნება, პროცესი ეფექტურად ვერ დარეგულირდება“, - ამბობს „საქმის კურსთან“ საუბრისას სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი. მისი თქმით, ბაზრობების სავალდებულო დაზღვევას დაზღვევის შესახებ ახალი კანონპროექტი არ ითვალისწინებს, თუმცა ცვლილება შესაძლოა შევიდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში, რომელიც მთავრობას მოქნილს გახდის, რომ ბაზრობების დაზღვევის კუთხით სიტუაცია დაარეგულიროს.

„ჩვენ ვფიქრობთ რომ უნდა იყოს ოპერატორის პასუხისმგებლობის დაზღვევა მოვაჭეების მიმართ, ამის მაგალითები მსოფლიოში არის. ჩვენ ტექნიკურად ვმუშაობთ ამ საკითხზე დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად“, - ამბობს ხეჩინაშვილი. მისივე თქმით, საქართველოში 200-ზე მეტი ბაზრობაა, სადაც საკუთარ საქმიანობას 10 000-ობით ადამიანი ეწევა.