Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Deutsche Bank-მა უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების რეიტინგში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა

570232bb07419
BM.GE
04.04.16 13:22
1178
Deutsche Bank-მა მსოფლიოს უმსხვილესი საინვესტიციო ბანკების რეიტინგში მესამე პოზიციიდან მეხუთეზე გადაინაცვლა. Financial Times-ის ინფორმაციით, რომელიც კვლევითი კომპანია Coalition-ის მონაცემებს ეყრდნობა, პირველი ადგილი JP Morgan-ს უკავია, მეორე Goldman Sachs.
 
კვლევითი კომპანია Coalition-ი რეიტინგს, მსოფლიო საინვესტიციო ბანკების საერთო შემოსავლების და სავაჭრო მოცულობების შედარებითი ანალიზით ადგენს. Deutsche Bank-მა რეიტინგში აჯობა ამერიკულ Citigroup-ს და Bank of America-ს. გასულ წელს ეს სამივე ბანკი პირველ სამეულში იკავებდა ადგილს. Deutsche Bank-ის ხელმძღვანელი ფასიანი ქაღალდებისა და ფიქსირებული შემოსავლების მიმართულებაზე, რემ ნაიაკი აცხადებს, რომ შედეგები მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"მონაცემები ასახავს ცვლილებებს რომელიც ჩვენს სტრატეგიაშია და რომელთა მიხედვითაც ჩვენ კონცენტრირებული ვართ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე შედარებით მცირე რაოდენობს კლიენტებისთვის, რათა მათ უფრო მრავალფეროვანი პროდუქტები შევთავაზოთ", - განაცხადა მან.

Deutsche Bank-მა 2015 წლის ოქტომბერში განაცხადა რომ 9 000 სამუშაო ადგილს ამცირებდა მსოფლიოს 10 ქვეყანაში.