Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

Deutsche Bank-ის ტოპ მენეჯმენტი ბონუსებზე უარს ამბობს

56ab001c25848
BM.GE
29.01.16 09:57
1181
Bloomberg-ის ინფორმაციით, Deutsche Bank-ის ტოპ მენეჯმენტი 2015 წელს 6,77 მილიარდი ევროს დანაკარგის გამო ბონუსებს ვერ მიიღებს. "არასწორი იქნებოდა დაგვეხარჯა 5,2 მილიარდი ევრო სასამართლო დავებზე და არაფერი შეგვეცვალა ბანკის ბონუს სისტემაზე", - განუცხადა ჟურნალისტებს ფრანკფურტში გამართულ პრესკონფერენციაზე ბანკის წარმომადგენელმა, ჯონ კრაიანმა. Deutsche Bank-მა 2015 წელი 6,772 მილიარდ ევროიანი დანაკარგით დაასრულა. გასულ წელს ბანკის შემოსავლები, წინა წელთან შედარებით 5%-ით გაიზარდა და 33,525 მილიარდი ევრო შეადგინა. Deutsche Bank-ის სუფთა მოგება მეოთხე კვარტალში 15%-ით შემცირდა 2014 წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 6,642 მილიარდი ევრო შეადგინა. დანაკარგი 2,125 მილიარდი ევრო იყო.