Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დეკემბერში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა 9,2%-ით გაიზარდა

56936602ce904
BM.GE
11.01.16 12:20
1143
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის დეკემბრის თვეში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 55 418 ერთეული შეადგინა. ა.წ. დეკემბერს 2011-2014 წლების იმავე თვესთან შედარებით ზრდით გამოირჩევა: 2011 წლის დეკემბერთან (43 325 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 27.9%-ით, 2012 წლის დეკემბერთან (37 984 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 45.9%-ით, 2013 წლის დეკემბერთან (45 139 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 22.8%-ით, 2014 წლის დეკემბერთან (50 771 ერთეული სარეგისტრაციო ტრანზაქცია) შედარებით - ზრდა 9.2%-ით.
 
წინა თვესთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 25.6%-ით გაიზარდა: ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველადი (28.4%-ით), ისე მეორადი (24.9%-ით) სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობაში. 2015 წლის დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი (დეკემბერი 2010 =100) დაფიქსირდა 1.317 დონეზე, რაც აღემატება წინა წლის იმავე თვის ინდექსს (1.207).

წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (31.6%-ით), ისე მეორადი (4.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2015 წლის დეკემბრის თვეში პირველა დი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 10 644, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 44 774 ერთეული შეადგინა;

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ა.წ. დეკემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 80.8%-ს მეორადი, ხოლო 19.2%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2014 წლის დეკემბერში კი, შესაბამისად, 84.1% და 15.9%).