Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დედაქალაქის ძველი უბნების რეაბილიტაციისთვის 420 მილიონი დაიხარჯება

5a84296cef4f9
ელენე გოგბერაშვილი
14.02.18 16:19
782
დედაქალაქის მთავრობა ძველი თბილისის უბნების რეაბილიტაციას გეგმავს. როგორ BM.GE-სთან მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის უფროსი აცხადებს, 2021 წლამდე დაგეგმილია ძველი უბნების რეაბილიტაცია, რაზეც ბიუჯეტიდან 420 მილიონი ლარი დაიხარჯება.

"ეს იქნება ფიროსმანის ქუჩა, ვაგზლის მოედნიდან ორბელიანის მოედნამდე. ეს იქნება მთელი რეაბილიტირებული მარშრუტი, რომელიც დაუკავშირდება უკვე რეაბილიტირებულ აღმაშენებელს და მივიღებთ ერთიან დიდ მარშრუტს. დაგეგმილი გვაქვს ასევე ძველ თბილისში კალა უბნისა და კოტე აფხაზის ქუჩის რეაბილიტაცია", - აცხადებს ანდრია ბასილაია.