Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

DCFTA საინფორმაციო ცენტრმა გორში პესტიციდების შესახებ ტრენინგი გამართა

597a0130625e5
BM.GE
27.07.17 19:03
815
2017 წლის 27 ივლისს, გორში, გაიმართა ტრენინგი "პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგულირება და კონტროლი". ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი- ნინო ჩიქოვანი დაესწრო. მან ტრენინგის მონაწილეებთან DCFTA საინფორმაციო ცენტრის საქმიანობაზე და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სხვა სერვისებზე ისაუბრა. ტრენინგი ევროკავშირის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტის „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) ახორციელებს.

ტრენინგს საქართველოს სოფლის მეორნეობის სამინისტროს სსიპ.“სურსათის ეროვნული სააგენტოს“ მცენარეთა დაცვისა და აგროქიმიურ საშუალებათა რეგისტრაციისა და კონტროლის სამმართველოს უფროსი - მარინა ღვეფინაძე და მცენარეთა დაცვისა და ამავე სამმართველოს უფროსი სპეციალისტი - დავით სარჯველაძე უძღვებოდნენ.
ღონისძიებაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: პესტიციდების შესახებ არსებული რეგულაციები და კანონმდებლობის მოსალოდნელი ცვლილებები; პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესი; პესტიციდების დაფასოების ორგანიზების წესი; აგროქიმიკატებისა და პესტიციდების ნიმუშის აღება და კონტროლი.

DCFTA საინფორმაციო ცენტრები სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და „მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება და DCFTA საქართველოში“ პროექტს შორის თანამშრომლობის ფარგლებში ჩამოყალიბდა. აღნიშნული პროექტი მცირე და საშუალო მეწარმეებს კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო სივრცის პირობებში ჩამოყალიბებულ ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტირებაში ეხმარება. პროექტი ევროკავშირის ინიციატივა EU4Business-ის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული ინიციატივის მიზანია დაეხმაროს მცირე და საშუალო მეწარმეებს ისარგებლონ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით. ინიციატივა ხელს უწყობს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას, მეწარმეების ცოდნისა და უნარების ამაღლებას და ფინანსებთან ხელმისაწვდომობას.