Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დავით საგანელიძე: საქართველოში მედიკამენტების ქარხანა 900-მდე დასახელების პრეპარატს გამოუშვებს

56dfe4370cdcd
BM.GE
09.03.16 12:50
1149
მედიკამენტებზე ფასების შემცირების ხანგრძლივობას "ჰუმანითი ჯორჯიას" ფარმაცევტული ქარხანა უზრუნველყოფს, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ გადაცემაში "ბიზნესკონტაქტი" განაცხადა. მისი თქმით, ქარხანა 2018 წლიდან ამუშავდება და 900-მდე დასახელების მედიკამენტების წარმოებას დაიწყებს.
 
"მედიკამენტების იმპორტის დაწყება, მხოლოდ დამატებითი ფაზა იყო იმ პროექტის, რომელიც საქართველოში ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობას გულისხმობს. ფარმაცევტული ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, ჩვენ ვფიქრობთ რომ 2018 წლისთვის ქარხანა დაიწყებს მუშოაბას და გამოუშვებს 900-მდე სხვადსხვა დასახელების პრეპარატს. მედიკამენტების ფასების გაიაფების ხანგრძლივობას სწორედ ეს ქარხანა უზრუნველყოფს", - განაცხადა საგანელიძემ.