Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დავით საგანელიძე: ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ პოლიტიკიდან წასვლას ფიქრობს

567d4bce7b66b
BM.GE
25.12.15 17:47
1156
ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკიდან წასვლას ფიქრობს, - აღნიშნულის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა, დავით საგანელიძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა. საგანელიძის განცხადებით, ღარიბაშვილის წასვლა გუნდისთვის ძნელი იქნება, თუმცა მისივე თქმით გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტზე დანიშვნა სასიხარულო მოვლენაა.
 
"მაქვს ის ბედნიერება, რომ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ჩვენ ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს ის მოძრაობა დავიწყეთ, რომელსაც "ახალი მოძრაობა" ერქვა და მაშინდელ ხელისუფლებას ალტერნატივას უქმნიდა. შემდგომ, ჩვენ პარლამენტშიც ერთად შევედით. ერთად შევქმენით ფრაქცია. ჩვენი ურთიერთობები არასოდეს გაყრილა, ჩვენ ყოველთვის ერთნაირად გვიყვარდა საქართველო. ძალიან ვამაყობ, რომ ასეთი ადამიანის გვერდით ვიყავი და ალბათ ყოველთვის ვიქნები. ერთხელ ცხელ გულზე 3-4 წლის წინ ნათქვამი მაქვს, რომ "ნეტავ ჩემი შვილი გაიზარდოს ისეთი, როგორიც გიორგი კვირიკაშვილია"-თქო. ჩემთვის გულსატკენია ღარიბაშვილის წასვლა და ის რომ საერთოდ პოლიტიკიდან გასვლას ფიქრობს. მე ის ერთ-ერთ ღირსეულ ადამიანად მიმაჩნია იმ გუნდის, რომელ გუნდშიც მე ვარ. ირაკლის წასვლა ძნელია, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის მოსვლა სასიხარულოა", - განაცხადა საგანელიძემ.