Home
Category
TV Live Menu
Loading data...

"დარიალი ჰესი" საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა

58ef2f649ce52
BM.GE
13.04.17 12:00
1527
„დარიალი ჰესი“ საქართველოს ტურისტული მიმართულებების სიაში შევა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბევრ ქვეყანაში არის ასეთი პრაქტიკა, რომ მსგავს მაღალტექნოლოგიურ საინჟინრო ნაგებობებს აჩვენებენ როგორც ტურისტებს, ასევე ახალგაზრდებს, მოსწავლეებს.

"მინდა, ყველამ ნახოს, რამდენად რთული სამუშაო შესრულდა დღეს, ჩვენს თანამედროვე საქართველოში, ჩვენი კომპანიების მონაწილეობით. ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე და მინდა, მოგიწოდოთ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა ნახოს ეს ძალიან დიდი მიღწევა, რაც დღეს საქართველოში განხორციელდა.

ეს არის საუკეთესო პროექტი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით. 123 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა ევრობანკის და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და აბსოლუტურად უნიკალური ნაგებობა აშენდა. დამოუკიდებელ საქართველოში ეს არის დასრულებული ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური", - განაცხადა პრემიერმა.