Home
Category
TV Live Menu
Loading data...

დამწყები ბიზნესის დაფინანსების პროგრამაში - InnovFin ჩართვის შესაძლებლობა ქართველებსაც ექნებათ

58ff20e5e5eef
BM.GE
25.04.17 14:10
1167
საქართველოში საკრედიტო პორტფელის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) და ბანკი გეგმავს 2017 წელს დამატებით გამოყოს 250 მლნ ევროს რესურსი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ევროპის საინვესტიციო ბანკი ძალიან გააქტიურდა კერძო სექტორის დაფინანსების მიმართულებითაც.

"ინოვაციური და დამწყები ბიზნესის დაფინანსების სპეციალურ პროგრამაში - InnovFin ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ საქართველოს დამწყებ ბიზნესმენებს. 2016 წელს ევროპის საინვესტიციო ბანკმა გააორმაგა თავისი საკრედიტო პორტფელი საქართველოზე და თანხამ 1 მლრდ ევროს მიაღწია“, - განაცხადა მთავრობის სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის დადებითი შეფასება, რომელიც საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის მხრიდან ლარიზაციის სამთავრობო გეგმამ მიიღო.

"მთლიანობაში, ჩვენი ფისკალური პოლიტიკა დადებითად შეფასდა მსოფლიოს სამი უმსხვილესი სარეიტინგო სააგენტოს - Fitch Ratings; Moody’s; S&P-ის მიერ. ყველა სააგენტოს მიერ არის აღნიშნული პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბევრ სექტორში, მათ შორის წარმოების განვითარების ხელშეწყობის, ექსპორტის, ტურიზმის, ფულადი გზავნილების მიმართულებით და ა.შ. მთლიანობაში, ის ძალიან დიდი პოზიტივი, რომელიც ბოლო პერიოდში მოდის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, სარეიტინგო სააგენტოების მხრიდან, მეტყველებს იმაზე, რომ ოთხპუნქტიანი გეგმის ყველა კომპონენტი არის სწორად სტრუქტურირებული, მათი შესრულება არის აბსოლუტურად რეალისტური და ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით ამ გეგმას. ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეული მიმართულების ნაწილში შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ნიშნავს ჩვენი მოსახლეობის მეტ კეთილდღეობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.