Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დამწყები ბიზნესის დაფინანსების მექანიზმი, სავარაუდოდ გაზაფხულიდან ამოქმედდება

56c313d096fba
BM.GE
16.02.16 16:12
2058
დამწყები ბიზნესისთვის სპეციალური დაფინანსების მექანიზმი, სავარაუდოდ აპრილ-მაისში ამოქმედდება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
 
"ჩვენ უკვე მზად გვაქვს ეს საკითხი და ალბათ სულ რამდენიმე კვირა დასჭირდება იმას, რომ ამ საკითხის გამოტანაც მოვახერხოთ იმისთვის, რომ უკვე ფაქტობრივად დაახლოებით აპრილ-მაისში ეს მექანიზმში ამოქმედდეს", - განაცხადა პრემიერმა.