Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

დამცავი ნიშნები, რომელიც ლარის განახლებულ ბანკნოტებს გაყალბებისგან თავის ასარიდებლად აქვს

571f3cd3ae701
BM.GE
26.04.16 14:00
2081
ქართული ლარი საქართველოს ტერიტორიაზე გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალებაა. "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას. "თეთრი“ კი ლარის მეასედი ნაწილია.
 
1995 წლიდან მიმოქცევაში იყო 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარიანი ნომინალის ბანკნოტები და 1, 2, 5, 10, 20, და 50 თეთრიანი ღირებულების მონეტები. მოგვიანებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა 200 ლარის ნომინალის ბანკნოტი, ერთ და ორ ლარიანი მონეტა და განახლებული 50 თეთრიანი. ხოლო აღნიშნული ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევიდან ამოიღო.

დაზიანებული ნომინალის შეცვლა საქართველოს ეროვნულ ბანკში და კომერციულ ბანკებში საკომისიოს გარეშე არის შესაძლებელი. თუმცა, ამ შემთხვევაში ნომინალის მინიმუმ 50% აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული. რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, ნომინალის დაზიანების შემთხვევაში შესაძლებელია კომერციულ ბანკში მისი შეცვლა. ძირითადად ეს საბანკო მომსახურება გარკვეულ საკომისიოს გულისხმობს. რაც შეეხება უცხოური ვალუტის მონეტებს, მათ კომერციული ბანკები როგორც წესი არ იღებენ.

გაყალბებისგან თავის ასარიდებლად განახლებულ ბანკნოტებს (20, 50 და 100 ლარიანი ნომინალები) აქვთ ადვილად აღსაქმელი დამცავი ნიშნები, მაგალითად:

• წყლის ნიშანი - გამჭოლ შუქზე გახედვისას ჩანს პორტრეტის, ნომინალის აღმნიშვნელი ციფრისა და ლარის სიმბოლოს გამოსახულებები.

• ნიშანი სუსტი მხედველობის ადამიანებისათვის - ბანკნოტის წინა მხარეს, მარცხენა და მარჯვენა კიდეზე დატანილი 3 ჰორიზონტალური ხაზი რელიეფურია, შეიგრძნობა შეხებისას და იძლევა ბანკნოტის ნომინალის აღქმის შესაძლებლობას.

ეროვნული ბანკი არის ეროვნული ვალუტის მთავარი ექსპერტი. ასევე ის არის ერთადერთი ორგანო, რომელსაც შეუძლია დაადგინოს უცხოური ვალუტის ნამდვილობა საქართველოს ტერიტორიაზე. ეროვნული ბანკი სისტემატურად ახორციელებს მიმოქცევიდან ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღებას. ამასთან, ყალბი და ფალსიფიცირებული ფულადი ნიშნების ამოღება ხდება კომპენსაციის გარეშე.

საზოგადოება და ბანკები