Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცუკერბერგი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს

5a16d71916ca1
BM.GE
23.11.17 18:29
822
ცუკერბერგი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლას იწყებს. Facebook წლის ბოლომდე პორტალის შექმნას გეგმავენ, რომელიც "რუსეთის პროპაგანდის" შემცველ მასალას გამოაქვეყნებს. როგორც კორპორაციაში აცხადებენ, აღნიშნულ ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეეძლება დაადგინოს, მისთვის საინტერესო კონკრეტული პუბლიკაცია თუ ანგარიში დაკავშირებული არის თუ არა სანკტ-პეტერბურგის ინტერნეტ-კვლევით სააგენტოსთან. აღნიშნულ რუსულ სააგენტოს ამერიკული კომპანიაში "აგენტად" მოიხსენიებენ, რომელსაც "ამერიკის დემოკრატიის" განადგურება სურს.

არსებული ინფორმაციით, რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა ასევე მსოფლიოში უმსხვილესმა საძიებო სისტემამ Google დაიწყო, რომელიც ასეთ მასალებს გაფილტრავს.
სექტემბერში ცუკერბერგის კორპორაციამ რუსეთში რეგისტრირებული Facebook.ru-ს მისთვის გადაცემა მოითხოვა. როგორც კომპანიაში აცხადებდნენ, Facebook.ru ამერიკული კომპანიის რეგისტრირებულ სამარკო ნიშანს იყენებს, რაც მათთვის სრულიად მიუღებელია.