28.Jan.2016 15:48
Economy

ჭყონია ბათუმის აეროპორტზე: რათ გვინდა სასტუმრო თუ იქამდე მისასვლელად ძროხა უნდა გაიტანო

ჭყონია ბათუმის აეროპორტზე: რათ გვინდა სასტუმრო თუ იქამდე მისასვლელად ძროხა უნდა გაიტანო
თემურ ჭყონია "ბიზნესკონტაქტთან" ბათუმის აეროპორტის მომსახურებას აფასებს. ბიზნესმენი თვლის, რომ ბათუმის აეროპორტში გადაადგილების პრობლემაა, რომელიც უმეტესად ტაქსების მომსახურებას ეხება.
 
"ბათუმის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი უნდა იყოს. ჩამოსვლის თემა მოწესრიგებული უნდა იყოს. ჩამომსვლელს უნდა დახვდეს მაგარი მანქანები, - ტაქსები მაქვს მხედველობაში და არა ისეთი მანქანები ჩამოწერილი, გახვრეტილი საჯდომები რომ აქვს, სუნია და გაუპარსავი ტაქსის მძღოლი რომ ხვდებათ და ევაჭრებათ. მთელი ეს სისტემა მოსაგვარებელია. რაც ღმერთმა მოგვცა, ის უნდა დავასუფთავოთ, სისუფთავის სუნი უნდა იგრძნობოდეს, ამის შემდეგ უნდა დაიწყოს სასტუმროების მშენებლობა. ჩვენ პირიქით ვიწყებთ, - სასტუმრო არ გვაქვსო... რათ გვინდა სასტუმრო, თუ ძროხა უნდა გაიტანო, ვერ მიხვალ იქამდე. სასტუმროში თუ ვერ მიდიხარ და რათ გინდა სასტუმრო. 

ჩვენი სეგმენტი არის უკრაინა და რუსეთი. მათ ნოსტალგია აქვთ, რომელიც უნდა გავაძლიეროთ და ამის გაძლიერება შესაძლებელია. ქართველებსაც აქვთ ამის ნოსტალგია. რუსები რომ ჩამოვლენ, მერე ევროპელებიც გამოყვებიან. იმხელა ნოსტალგიაა შავიზღვისპირეთში, რომ მარტო რუსულ სიმღერებს მღერიან, „День Победы“-ით იწყება სიმღერა და ბოლოს ოთხ საათზე მაგით მთავრდება ხოლმე“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ.



17.Dec.2018 13:43
27

2019 Budget Approved by Parliament

More
17.Dec.2018 13:42
30

IMF Representative: New Regulations Mean Less Credit Growth

More
14.Dec.2018 19:33
74

PRIME MINISTER PRESENTS MOUNTAIN DEVELOPMENT STRATEGY AT EXPOGEORGIA

More
14.Dec.2018 19:29
57

Georgian FMCG Sector Analysis – Research Report

More
14.Dec.2018 19:27
63

Nenskra Hydro one of Georgia’s Top 10 Investment Companies

More
13.Dec.2018 19:02
63

TOP 10 Investment Companies with Highest Amount of FDIs in Georgia

More