Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთში WhatsApp-ი შეზღუდეს

596f763cc5662
BM.GE
19.07.17 19:09
881
ჩინეთში WhatsApp-ის მესინჯერი ნაწილობრივ დაიბლოკა. The New York Times-ის ინფორმაციით, ქვეყანაში WhatsApp-ის ფუნქციონირება შეიზღუდა. მომხმარებლის დიდი ნაწილი ვიდეო ჩანაწერს, ხმოვან შეტყობინებას და ფოტოს, ზოგიერთი კი ტექსტურ შეტყობინებასაც ვერ გაგზავნის.

გამოცემის ცნობით, WhatsApp-ის დაბლოკვის იდეა ქვეყნის ხელმძღვანელობას ეკუთვნის.

დაბლოკვა იმ დროს, მოხდა, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთში WhatsApp-ი მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე მისი ადგილობრივი ანალოგი, მაგალითად, WeChat-ი, რომელსაც 900 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.