Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჩინეთში შრომისუნარიანი მოსახლეობა 2015 წელს 4,87 მილიონით შემცირდა

56d55d1649420
BM.GE
01.03.16 13:09
1149
ჩინეთის შრომისუნარიანი მოსახლეობა 2015 წელს 4,87 მილიონით (0,55%ით) შემცირდა და 911 მილიონი შეადგინა, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც ქვეყნის სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ გამოაქვეყნა. მონაცემების თანახმად, 16-დან 59 წლამდე მოსახლეობის რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელან შედარებით, 67%-დან 66,3%-მდე შემცირდა. 2015 წელს ჩინეთში ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლი 21 ათას იუანი იყო, - ზრდა წლიურ ჭრილში 8,9%-ია.

2015 წლის მონაცემებით, ურბანიზაციის მაჩვენებელი ქვეყანაში, 56,1%-ს აღწევს, რაც 1,33 პროცენტული პუნქტით მეტია 2014 წლის მაჩვენებელზე. ჩინეთის ხელისუფლება ურბანიზაციას განიხილავს, როგორც შესაძლებლობას მოსახლეობისთვის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. ხელისუფლების გეგმის მიხედვით, 2020 წლისთვის, ქალაქში მცხოვრებთა წილი 60% უნდა იყოს - წერს Reuters.