Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

#Forbes30under30 - ტექნოლოგიების ევანგელისტი - ნინუცა ნანიტაშვილი

BM.GE
06.07.21 12:32
539
Forbes-ის 30 წლამდელთა რუბრიკის დღევანდელი სტუმარი, 23 წლის იყო, როდესაც ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ, ახალგაზრდა ლიდერთა ჯილდო გადაეცა და მსოფლიოს ათ ასეთ ლიდერს შორის დასახელდა. ასევე, ის ევროკომისიის ჯილდოს მფლობელიცაა სოციალური გავლენის სფეროში. ევროკომისიამვე მიიწვია “მშვიდობის ელჩად” One Young World გლობალურ კონფერენციაზე და არც ფორბსს გამოჰპარვია, შესაბამისად მიწვეული იყო Forbes Under 30-ის სამიტზე ერთ-ერთ სპიკერად, რომელიც 30 წლამდელ გავლენიან ადამიანებს ეძღვნებოდა. არადა ყველაფერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებებათა ფაკულტეტის დაამთავრების შემდეგ დაიწყო, როდესაც უეცრად, ტექნოლოგიების სფერომ გაიტაცა…

და ასე შექმნა საქართველოში პირველი google developer group-ი. აქტიურად ჩაერთო ინოვაციების განვითარების ფონდში, სადაც სხვადასხვა პროექტის მეშვეობით ცდილობს ქართველი ახალგაზრდების ცხოვრება უფრო საინტერესო გახადოს, ხელი შეუწყოს ტექნოლოგიებთან მათ „გაშინაურებას“ და ინოვაციური აზროვნების დამკვიდრებას. ]

სტუმარი: ნინო ნანიტაშვილი - ინოვაციების და ციფრული განვითარების კონსულტანტი;