Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთში კომერციული ბანკების პრობლემური კრედიტების მოცულობა 2015 წელს 51%-ით გაიზარდა - 1,27 ტრილიონ იუანამდე (196 მილიარდი დოლარი) კაპიტალის საბაზო კოეფიციენტი პირველ დონეზე ჩინურ ბანკებში დეკემბერში 10,56-დან 10,91%-მდე გაიზარდა.
გასულ კვირას Hayman Capital Management-ის მფლობელმა კაილ ბასმა განაცხადა, რომ პრობლემური კრედიტების წილი ჩინურ ბანკებში სწრაფად გაიზრდება და საერთო ჯამში პეკინისგან მსხვილი კაპიტალის ჩართვას მოითხოვს. ჩინური საბანკო სექტორის დანაკარგი შესაძლოა 4-ჯერ აღემატებოდეს ამერიკული საბანო სექტორის დანაკარგს, რომელიც შტატების ბანკებს იპოთეკური კრიზისის დროს ჰქონდათ.