Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი: ქვეყანა მომავალშიც გააგრძელებს საფონდო ბირჟაზე ინტერვენციებს

56a1dce080afc
BM.GE
22.01.16 11:36
1073
ჩინეთის ხელისუფლება მომავალშიც გააგრძელებს ქვეყნის საფონდო ბირჟაზე ინტერვენციებს, - განაცხადა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტმა ლი იუანჩაომ დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმე დასწრებისას. მან აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეროვნული ვალუტის დევალვაციის შესაჩერებლად გეგმა არ აქვს.

"ძლიან არასტაბილური ბაზარი მხოლოდ მცირე რაოდენობის მოვაჭრეებისთვის არის მომგებიანი, ხოლო ბაზრის სხვა მონაწილეები დაზარალებულები არიან. ჩინეთის მთავრობა უმრავლესობის ინტერესების დასაცავად იმოქმედებს", - ციტირებს Bloomberg ვიცე-პრეზიდენტის სიტყვებს. ლი იუანჩაომ ასევე დავოსში განაცხადა, რომ ჩინეთის იმპორტმა 2015 წელს 1,68 ტრილიონი დოლარი შეადგინა. ჩინეთის სტატისტიკის სამსახური შედარებით ადრე ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ექსპორტი 2015 წელს 1,8%-ით შემცირდა, იმპორტი-13,2%.

ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი მეოთხე კვარტალში წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 6,8%-ით გაიზარდა. წლიური ზრდა ჩინეთის ეკონომიკაში 6,9% იყო, რაც წინასწარ პროგნოზთან შედარებით, 0,2%-ით ნაკლებია. ამ მონაცემების მიხედვით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდა 2015 წელს ყველაზე დაბალი იყო 1990 წლის შემდეგ. ერთი წლით ადრე ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 7,3%-ით გაიზარდა.