Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ჩინეთის სავალუტო რეზერვები იანვარში 3,23 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა

56b847330301e
BM.GE
08.02.16 11:40
1369
ჩინეთის სავალუტო რეზერვები იანვარში 3,23 ტრილიონ დოლარამდე შემცირდა. გამოცემა Bloomberg-ი ჩინეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით წერს, რომ ერთი თვით ადრე ჩინეთის რეზერვები 3,33 ტრილიონი დოლარი იყო, შემცირებამ 99,5 მილირდი დოლარი შეადგინა. ეკონომისტების პროგნოზით, შემცირება 3,21 ტრილიონ დოლარამდე იყო მოსალოდნელი. დეკემბრის მონაცემებით, სავალუტო რეზერვები 107,9 მილირდით შემცირდა, რაც ყველაზე მოცულობითი ვარდნა იყო, მას შემდეგ, რაც ჩინეთის ეროვნულმა ბანკმა სტატისტიკის წარმოება დაიწყო.
 
საერთო ჯამში, 2015 წელს ჩინეთმა რეზერვების 512,66 მილირდი დოლარი დაიხარჯა.

ჩინეთში ოქროს რეზერვები დეკემბერში 60,19 მილიარდი დოლარიდან 59,52 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.