Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მეორე ეტაპი მაისში დასრულდება

571dc7dfb291f
ელენე გოგბერაშვილი
25.04.16 11:30
1272
ჩინეთის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, ლიუ ბო "ბიზნესკონტაქტთან" აცხადებს, რომ ჩინეთ-საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებების ფარგლებში ივნისის დასაწყისში საქართველოში ჩინეთის მთავრობის წევრები ჩამოვლენ. როგორც ლიუ ბო აცხადებს, ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება დაახლოებით ერთი წლის ვადაში მოხდება.
 
"თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი ეტაპი უკვე დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპის დასრულება იგეგმება მაისში. ეს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რადგან ამას მოყვება ის, რომ ქართული პროდუქტები-ქართული ღვინო და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები გადასახადების გარეშე გავა ჩინეთის ბაზარზე" - აცხადებს ლიუ ბო.

მისი თქმით, ივნისის დასაწყისში საქართველოში ჩამოვა ჩინეთის მთავრობის მუდმივი კომიტეტეის ერთ-ერთი წევრი და ვიცე-პრეზიდენტი. ჩამოვლენ ასევე ჩინელი მეწრმეები, რომლებიც დასხდებიან ქართველ მეწარმეებთან და ისაუბრებენ თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობებზე.

"ევროპაში ისლანდია არის პირველი პარტნიორიო ჩინეთისთვის. შესაძლებელია, რომ ევრო-აზიის რეგიონში საქართველო გახდება მეორე. ეს ასახავს რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ერთ წელიწადში მოხდება შეთანხების გაფორმება, თუმცა ეს დამოკიდებულია მხარეებს შორის მოლაპარაკებებზე", - ამბობს ჩინეთის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.