Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ჭიათურაში ახალი უნიკალური მიწისქვეშა დარბაზები აღმოაჩინეს (ფოტო)

56c2c56ec87fb
BM.GE
16.02.16 10:42
1440
მანდაეთის მღვიმეში ახალი უნიკალური მიწისქვეშა დარბაზები გამოიკვლიეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის ტერიტორიაზე, თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა, ჭიათურის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად შეისწავლეს მანდაეთის კარსტული მღვიმე. ადგილობრივმა მოყვარულ სპელეოლოგთა ჯგუფმა, ეს მღვიმე რამდენიმეჯერ დალაშქრეს.

ექსპედიციის მსვლელობისას, მოხდა მღვიმის დიდი ნაწილის შეფასება, მანდაეთის მღვიმეს მეცნიერულად შესწავლილი მხოლოდ 1 ჩასასვლილი ჰქონდა აქამდე ცნობილი, რომელსაც ეწოდებოდა ზაქარიასკლდის შახტი. ამჯერად კი მანდაეთის მღვიმეს აქვს ჩასასვლელი და გამოსასვლელი.

კარსტულ მღვიმეში ყველაზე დიდ დარბაზს, რომელიც გამოირჩვა უნიკალური სტალაქტიდებით, სტალაგმიტებით, სტალაგნატებით და ჰელიქტიტებით, მიენიჭა ცნობილი სპელეოლოგის, ახალი ათონის მღვიმის ერთ-ერთი აღმომჩენის, ზემო იმერეთის კარსტის მკვლევარის, პროფესორ ზურაბ ტატაშიძის სახელი.

მღვიმის დეტალური კვლევის შემდეგ ადგილზე შესაძლებელია ტურისტული ინფასტრქუტურის მოწყობა.