Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

ცეზარ ჩოჩელი სენაკში ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას იწყებს

5714f21512358
BM.GE
18.04.16 18:40
1141
სენაკში სრული ციკლის, თანამედროვე, "ევრო 4" სტანდარტის შესაბამისი ცემენტის მწარმოებელი ქარხანა აშენდება– პროექტის დეტალები საქართველოს პრემიერ–მინისტრისა და ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელის შეხვედრაზე განიხილეს.
 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტი ჩინურ კომპანიასთან ერთად ხორციელდება და მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონი დოლარია. მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისის თვეში დაიწყება და მასზე 500 ადამიანი დასაქმდება. ცეზარ ჩოჩელის განმარტებით, ამავე რაოდენობის მუშახელი დასაქმდება ქარხანაში მისი ამოქმედების შემდეგ. სენაკში წარმოებული ცემენტი ორიენტირებული იქნება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე საექსპორტოდ.

პრემიერთან შეხვედრაზე ცეზარ ჩოჩელმა სხვა საინვესტიციო გეგმებზეც ისაუბრა. ბიზნესმენი ახლო მომავალში აპირებს ეთერზეთების გადამამუშავებელი და ექსტრაქტების დამამზადებელი ქარხნების მშენებლობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მთავრობის სახელით, ბიზნესმენს მხარდაჭერა აღუთქვა აღნიშნული პროექტების განხორციელებაში და ხაზი გაუსვა ინვესტიციების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობის კუთხით.