Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ცეზარ ჩოჩელი მცხეთა-მთიანეთსა და სამეგრელოში საწარმოებს ქმნის

56d30f8f54c3b
ელენე გოგბერაშვილი
28.02.16 19:14
1224
ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, გასულ წელს დაანონსებული 4 პროექტიდან წელს ორის განხორციელებას იწყებს. საუბარია სამშენებლო მასალების, კერამიკის, ეთერზეთებისა და ყავის საწარმოების შექმნაზე, რომელთა პროექტირება, ბიზნესმენის თქმით, უკვე დასრულებულია. როგორც ცეზარ ჩოჩელი "ბიზნესკონტაქტთან’’ აცხადებს, ამ ეტაპზე მუშაობა ფინანსების მოძიებაზე მიმდინარეობს.

"ვთანამშრომლობთ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ფინანსურს ინსტიტუტებთან, სახელმწიფო და კერძო ფონდებთან. პროექტების განხორციელების საქმეში ძალიან შეგვიშალა ხელი ლარის ასეთმა არასტაბილურობამ", - აცხადებს ცეზარ ჩოჩელი.
 
ბიზნესმენი ვერ ასახელებს დაანონსებული 4 პროექტიდან რომელი ორის განხორციელება მოხდება წელს, თუმცა როგორც ჩოჩელი ამბობს, ერთი საწარმო მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, მეორე კი სამეგრელოში აშენდება.

რაც შეეხება კერამიკის წარმოებას, ჩოჩელის თქმით, გეგმავენ წარმოება ადგილობრივი ნედლეულით შექმნან. აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით ბიზნესმენი მოლაპარაკებებს საპარტნიორო ფონდთან აწარმოებს.