17.Nov.2015 12:24
Economy

CENN: საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შეშის ყველაზე დიდი მომხმარებელი საჯარო სკოლებია

CENN: საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შეშის ყველაზე დიდი მომხმარებელი საჯარო სკოლებია
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით,  საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან შეშის ყველაზე დიდი მომხმარებელი საჯარო სკოლებია, რაც, ტყეებზე გაზრდილ ზეწოლასთან ერთად, სწავლის ცუდ პირობებს და არალეგალური ჭრების რისკებს უკავშირდება.

როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული შეშის დიდი ნაწილი გაურკვეველი წარმოშობისაა, რადგან შეშის მიმწოდებლები თითქმის არ სარგებლობენ სოციალური ჭრის ტყეკაფებით, ალტერნატიული რესურსი კი ძალიან მცირეა.

მათივე ინფორმაციით, 2015-2016 წლების ზამთრის სეზონისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ცხრა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მიერ მოთხოვნილი შეშის მოცულობა 5,067 მ³-მდეა.

საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ რეგიონის ექვს სატყეო უბანში სოციალური ჭრისთვის გამოყოფილ ტყეკაფებში საშეშე მერქნის ათვისება 2015 წლის 1 ნოემბრისთვის 779. 9 მ³-ს შეადგენს, რა, სატყეო უბნების მიხედვით, ასეთია:

წალენჯიხის სატყეო უბანი – 94 მ³;
ჩხოროწყუს სატყეო უბანი – 46 მ³;
კოლხეთის სატყეო უბანი – 290 მ³;
ხაიშის სატყეო უბანი – 0;
მესტიის სატყეო უბანი – 349.9 მ³.

სატყეო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით, სოციალური ჭრის ტყეკაფებით არ უსარგებლია ხობის, ზუგდიდის და მარტვილის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებს. თუმცა საგანმანათლებლო რესურსცენტრებიდან მიღებული ინფორმაციით, სკოლების ნაწილს უკვე შესყიდული აქვს შეშის საჭირო მარაგი ნაწილობრივ ან მთლიანად.

მეტყევეეების განმარტებით, სატყეო სამსახური ტყეკაფების გამოყოფის დროს ითვალისწინებს საჯარო სკოლების მიერ საშეშე მერქანზე წარდგენილ მოთხოვნას. თუმცა, როგორც წარმოდგენილი სტატისტიკიდან ირკვევა, სკოლებმა შეშის მოთხოვნილი მოცულობის მხოლოდ მცირე ნაწილს ითვისებენ (დღისათვის ეს მაჩვენებელი 15 %-ია).

შესაძლებელია, საკოლების მოსამარაგებლად შეშა საკარმიდამო ნაკვეთებზე იჭრებოდეს, რაზეც ნებართვას საკრებულო გასცემს. შესაბამისი დოკუმენტაცია თვითმმართველობებიდან CENN-მა გასულ წელს გამოითხოვა. თუმცა, საკარმიდამო ნაკვეთებში ლეგალურად მოჭრილი შეშის რაოდენობა, საჯარო სკოლების მოთხოვნასთან შედარებით, ძალიან მცირე აღმოჩნდა.

არალეგალური ჭრების რისკებს სკოლების შეშით უზრუნველყოფის გამარტივებული პროცედურაც მოიცავს. სკოლის გათბობისთვის საჭირო შეშის ღირებულება 5,000 ლარზე ნაკლებია. სკოლები, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ინდივიდუალურად შეისყიდიან შეშას მიმწოდებლებისგან, ელექტრონული ტენდერის გარეშე, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. შეშის მიმწოდებლები კი მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხშირად ერთია და წლობით არ იცვლება.

შეშის მონიტორინგი ხორციელდება CENN-ის მიერ, „ევროპის სამეზობლო და საპარტნიორო ინსტრუმენტით მოცული ქვეყნებისათვის სატყეო სექტორში კანონიერების დაცვისა და მმართველობის გაუმჯობესების მეორე პროგრამის (ENPI East FLEG II)“ ფარგლებში, ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მხარდაჭერით. ინიციატივა ფინანსდება ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) მიერ“.



11.Dec.2018 13:02
15

Unique Tax Cuts to Apply to Large Transnational Companies Opening Regional Offices in Georgia

More
11.Dec.2018 13:01
10

“Produce in Georgia initiative has supported 5313 regional projects with a total investment value of 50 MLN GEL so far”

More
11.Dec.2018 12:56
19

"Georgia will have a new customs code enabling us to step up our country’s integration into global economy"

More
11.Dec.2018 12:49
20

FDI decreased by 48.2% YoY in Q3 2018

More
06.Dec.2018 19:05
47

The meeting of Otar Daneliea with the members of the Saudi Arabia Delegation

More
06.Dec.2018 18:15
63

RIA Draft Bill to be Submitted to Parliament in February

More