Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბრუნო ბალვანერა: საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაიზრდება

572c6132c64fd
BM.GE
06.05.16 13:16
1403
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის. როგორც ბანკის რეგიონალურმა დირექტორმა განაცხადა მიმდინარე პროგნოზი 2,5%-ია, თუმცა ის მისი თქმით, მნიშვნელოვნად შეიცვლება.
 
"მიმდინარე პროგნოზი საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზისთვის 2,6%-ია, თუმცა შემდეგ კვირას ლონდონში ეს მაჩვენებელი გაიზრდება. ზუსტ ციფრს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვნად მეტი ვიდრე 2,6%-ია. 2017 წლის პროგნოზი კიდევ უფრო პოზიტიური იქნება, ვიდრე მიმდინარე წლისთვის", - განაცხადა ბალვანერამ.

ასევე მისი თქმით ბანკი მიმდინარე წელს საქართველოში 400 მილიონ ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

"ეს მოიცავს ჰიდროენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის ნენსკრა ჰესს. იმედი გვაქვს მოსამზადებელ სამუშაოებს დროულად დავასრულებთ. მიმდინარე კვირაში სამი პროექტი დავამტკიცეთ საქართველოსთვის. ერთი 100 მილიონი ევროს საკრედიტო ხაზი საქართველოს ბანკისთვის, ასევე თბილისის ავტობუსების პროექტი და გარდა ამისა რუსთავის აზოტს დავაფინანსბთ. ვაფინანსებთ ქარის ელექტროსადგურსაც, ასე რომ ბევრი პრიორიტეტი გვაქვს", - განაცხადა ბრუნო ბალვანერამ.