Home
Category
TV Live Menu
Loading data...

British American Tobacco: საბიუჯეტო შემოსავლების 8%-ს სწორედ თამბაქოს ინდუსტრია გენერირებს

5909727976a02
ელენე გოგბერაშვილი
03.05.17 10:00
1354
თამბაქოს ინდუსტრია აღნიშნავს, რომ "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტის შემუშავებამდე არ მომხდარა რეგულაციების გავლენის შეფასება, თუ რა სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტს მიიღებს ამით ქვეყანა. British American Tobacco-ს კორპორატიული დირექტორის თქმით, საბიუჯეტო შემოსავლების 8%-ს სწორედ თამბაქოს ინდუსტრია გენერირებს, შესაბამისად რეგულაციების შემოღებას დადებითი ეკონომიკური ეფექტი არ ექნება.

"რეგულაციების ზეგავლენის ანალიზი აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რაც გულისხმობს რა სოციალურ და ეკონომიკურ ეფექტს მოიტანს ეს კანონპროექტი. როცა ინდუსტრიის გადახდილი მხოლოდ ორი გადასახადი ბიუჯეტის 8%-ია, ამ დარგის მიმართ განხორციელებული რეგულაციები დადებით შედეგეს ვერ მოიტანს და ნალიზის გარეშე ამ რეგულაციების განხორცუელება დაუშვებელია", - აცახდებს ზვიად სხვიტარიძე. 

მისი თქმით, ბიზნესი რეგულაციების ეტაპობრივად განხორციელებას ითხოვს. ისინი ეწინააღმდეგებიან ასევე თამბაქოს შეფუთვის ცვლილებას. კანონპროექტის მიხედვით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან თამბაქოს ინდუსტრიას პროდუქციის შეფუთვის 65%-ის დაფარვა გამაფრთხილებელი წარწერით მოუწევთ.

"ჩვენ რეგულაციების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ როცა კოლოფის 75%-ს დამიფარავ ეს უკიდურესად მიუღებელია. მთავრობა გვიჭერს მხარს და იმედია რეგუალციები ეტაპობრივად განხორციელდება", - აცხადებს სხვიტარიძე.