Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბრიტანეთმა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკების ხუთეული დატოვა

5a16ca8430ae1
BM.GE
23.11.17 17:16
939
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰემონდის განცხადებით, ბრიტანეთმა მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხუთეული დატოვა და რეიტინგის მეექვსე პოზიციაზე გადაინაცვლა.

CNN-ის ინფორმაციით, რეიტინგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებს ეყრდნობა. დიდი ბრიტანეთს საფრანგეთმა გაუსწრო, რომლის მშპ-ს საერთო მოცულობა 2.575 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო დიდი ბრიტანეთის - 2.565 აშშ ტრილიონი დოლარია.

ამ ეტაპზე სხვაობა ძალიან დიდი არ არის, თუმცა შესაძლებელია საფრანგეთმა პოზიციები კიდევ უფრო გაამყაროს. მათი განმარტებით, დიდი ბრიტანეთის ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელებას ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლა გამოიწვევს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხუთეულში პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მას ჩინეთი მოყვება, მესამე პოზიციაზე იაპონიაა, მეოთხე ადგილზე გერმანია და ხუთეულს საფრანგეთი კრავს.