Home
Category
TV Live Menu

• ახალი ამბები ბიზნესში •

Loading data...

BP საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთის გაზის კორიდორის მშენებლობას 2018 წლის მეორე ნახევარში დაასრულებს

590844f6c564e
BM.GE
02.05.17 12:45
1883
კომპანია BP სამხრეთის გაზის კორიდორის მშენებლობას საქართველოს ტერიტორიაზე 2018 წლის შუა ნახევარში დაასრულებს. ამის შესახებ Reuters-ს BP Georgia-ს მთავარმა მენეჯერმა კრის შლიტერმა განუცხადა. საქართველოს ტერიტორიაზე პროექტის ღირებულება 40 მილიონი დოლარია.

პროექტის ქართული ნაწილი ითვალისწინებს ორი საკომპრესორო სადგურის და 65-კილომეტრიანი მილსადენის მშენებლობას თურქეთის საზღვართან.

კრის შლიტერის ინფორმაციით, მილსადენის მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ერთ-ერთი საკომპრესორო სადგურის 95% უკვე აშენებულია, მეორე სადგური კი მხოლოდ 55% -ით არის დასრულებული.

"წლის ბოლოსთვის მილსადენში გაზის გაშვება დაიწყება, იმისთვის, რომ ის საექსლპუატაციოდ მოვამზადოთ",- აცახდებს BP-ის წარმომადგენელი.

პროექტის კაპიტალურმა დანახარჯებმა 2016 წელს 550 მილიონი დოლარი შეადგინა. 2017 წლის პირველ კვარტალში კი 100 მილიონი დოლარი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბევრად ნაკლებია.

"პროექტის დანახარჯებმა გასულ წელს პიკს მიაღწია, წელს ინვესტიციების მოცულობას შევზღუდავთ",- აცხადებს BP-ის ადგილობრივი მენეჯერი.

სამხრეთის გაზის კორიდორი ევროკავშირის რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას ემსახურება. პროექტი აზერბაიჯანული გაზის ევროპისთვის მიწოდებას ითვალისწინებს საქართველოსა და თურქეთის გავლით.