Home
Category
TV Live Menu
Loading data...

BNP Paribas ნავთობისა და გაზის კომპანიებში ინვესტირებას წყვეტს

59df85238e333
BM.GE
12.10.17 19:06
875
უმსხვილესი ფრანგული ბანკის BNP Paribas განცხადებით, ნავთობისა და გაზის კორპორაციებთან აღარ ითანამშრომლებს. ბანკმა თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ განახლებადი ენერგიის მხარდასაჭერად ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს. ბანკი ასევე იმ კომპანიებთან შეწყვეტს თანამშრომლობას, რომლებიც ფიქალი გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირებას და ექსპორტს ეწევიან, - წერს Independent.

"ჩვენ ენერგეტიკული სექტორის მუდმივი პარტნიორები ვართ, ამიტომაც მივედით იმ დასკვნამდე, რომ ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებას შევუწყოთ ხელი", - განაცხადა BNP Paribas-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ლორან ბონაფმა.

მისივე განცხადებით, 2020 წლისთვის ბანკი განახლებადი ენერგიის გასავითარებლად 15 მილიარდი ევროს ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს, ხოლო ენერგიის ეფექტური შენახვის სისტემების შესაქმნელად სტარტაპებისთვის 100 მილიონ ევროს გამოყოფს.

Independent-ის ინფორმაციით, ბანკის დაკრედიტების განყოფილებამ იმ ქვანახშირის მაღაროებისა და ელექტროსადგურების დაფინანსება უკვე შეწყვიტა, რომლებიც ენერგორესურსების დივერსიფიცირებას არ აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ უმსხვილესი ფრანგული ბანკი BNP Paribas 75 ქვეყანაში ფლობს ოფისს, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.