Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Bloomberg: მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ტრამპის გამო $35 მილიარდი დაკარგეს

591d9e718d175
BM.GE
18.05.17 17:13
825
მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანებმა დონალდ ტრამპთან დაკავშირებული სკანდალების გამო, $35 მილიარდი დაკარგეს, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა ბილ გეიტსმა ერთ დღეში მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. თავის მხრივ, Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, რომლის ქონებაც დაახლოებით $83.6 მილიარდად არის შეფასებული, $1.7 მილიარდი დაკარგა, ხოლო Zara-ს მფლობელის ამანსიო ორტეგას ქონება კი $325 მილიონით შემცირდა.

ყველაზე დიდი დანაკარგი ტრამპის პოლიტიკური სკანდალების გამო Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განიცადა, მან დაახლოებით $2 მილიარდი დაკარგა თავისი კომპანიის აქციების გაუფასურების გამო.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის საფონდო ინდექსები დაეცა მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპმის მიერ ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის ჯეიმს კომის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ.