Home
Category
TV Live Menu
Loading data...

Black Sea Arena-ს კონცერტების გრაფიკი მაისის ბოლოს გამოცხადდება - "ეს თარიღი დაგვიანებული არ არის"

591035a8bfece
სალომე მეცხვარიშვილი
09.05.17 10:04
1784
კონკურსის ჩაშლის შემდეგ, რომლითაც Black Sea Arena-ზე ზაფხულში ჩასატარებელი კონცერტების გრაფიკი უნდა განსაზღვრულიყო, საკონცერტო დარბაზის ხელმძღვანელობა პრომოუტერებთან დამოუკიდებლად მუშაობს. როგორც Black Sea Arena-ს დირექტორი ანი კავლელიშვილი "საქმის კურსთან" აცხადებს, ღონისძიებათა გრაფიკი უახლოეს მომავალში შემუშავდება და დაახლოებით მაისის ბოლოს გამოქვეყნდება.

"იქნებიან წარმოდგენილი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი არისტიტები, დაახლოებით 15-მდე ღონსიძიებაზეა საუბარი.

ჩვენი ღონისძიებები ემსახურება ორ მიზანს: ერთი, რომ მოიზიდოს ტურისტები და ასეთი დიდ არტისტი შეიძლება იყოს Aerosmith. ამ ღონისძიების გამო უპრეცენდენტოდ ადრე გაიხსნება ზღვის სეზონი და ადგილობრივები უკვე ემზადებიან ამისთვის. ძალიან კარგი დატვირთვით მუშაობს უკვე ყველა სასტუმრო, რომელიც უცხოელებთან კომუნიკაციაზეა. ბათუმი და ქობულეთი უკვე დატვირთულია. ეს გააკეთა „აეროსმიტმა“. რაც შეეხება ზაფხულს, ამ პერიოდისთვის ჩვენ გვეყოლება კიდევ დიდი არტისტები“,- აცხადებს ანი კავლელიშვილი.

მისი თქმით, რა თანხა დასჭირდება ღონისძიებების ჩატარებას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენადაც პრომოუტერებთან მუშაობა დასრულებული არ არის.
კითხვაზე, მაისის ბოლოს ღონისძიებათა გრაფიკის გამოცხადება, არის თუ არა დაგვიანებული და რამდენად შეძლებენ უცხოელი ტურისტების მოზიდვას, კავლელიშვილი ამბობს, რომ ეს დაგვიანებული არ არის.

"დაგვიანებული არ არის, რამდენადაც ჩვენთან ჩამოსული ტურისტი, ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ახერხებს იმას, რომ ღონისძიების გაჟღერებისთანავე იყოს ჩვენი ღონისძიებების მონაწილე.

გარდა ამისა, დანარჩენი ღონისძიებები, რომლებმაც შეიძლება უცხოეთიდან არ მოიზიდოს მსმენელი და დამსწრე საზოგადოება, რეგიონში ქმნის განწყობას, რომ ტურისტი იყოს კმაყოფილი. ერთი კმაყოფილი ტურისტი ნიშნავს 10 მოზიდულ ტურისტს მომავალ წელს. განწყობა, რომ ქობულეთში დასვენება არ არის ცუდი, რადგანაც ერთ კვირაში 2 კონცერტს ძალიან დაბალ ფასად დაესწარო ტურისტი, ძალიან მნიშვნელოვანია. განწყობის შექმნასაც ვფიქრობ, მოვახერხებთ რეგიონში. პლუს დიდი არტისტების მოზიდვასაც შევძლებთ",- აცხადებს ანი კავლელიშვილი.