Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესსექტორის წარმომადგენლები "მაესტროში" მიმდინარე მოვლენებს აფასებენ

56b366f86b35c
დავით ჯალაღონია
04.02.16 18:56
1494
ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ტელეკომპანია „მაესტროში“ მიმდინარე მოვლენებს აფასებენ. როგორც „თი ბი სი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, მას საკმაოდ მჭიდრო კონტაქტი აქვს გადაცემა „ბიზნესკონტაქტთან“ და ფიქრობს, რომ კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს ამ ტელევიზიის როლი ბიზნესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის თვალსაზრისით.

„ტელეკომპანიის მფლობელებს შორის ურთიერთობას, ეს ჩვენი კომენტარის საგანი ვერ იქნება. რაც შეეხება ტელევიზიის მუშაობას, მე არ გამიგია მსგავსი რამ, რომ შეფერხება ემუქრებოდეს. მე ვფიქრობ, რომ „მაესტრო“ ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს და შემდგომშიც ასე გააგრძელებს“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ევროკავშირ-საქართველოს“ ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ტელეკომპანია "მასტროში" განვითარებულ მოვლენებს აფასებს. ჭუმბურიძე მიიჩნევს, რომ თითოეული კომპანიის, მათ შორის „მაესტროს“ განვითარებაზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული პერსპექტივა.

"ის, რომ "მაესტრო“ საკმაოდ კარგად მუშაობს და ასე უნდა გააგრძელოს, ამაში ორი აზრი არ არის. რაც შეეხება ტელეკომპანიის შიდა პროცესებს, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი, რადგან ბოლომდე საქმის კურსში არ ვარ, მაგრამ ერთი რამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ეს არის ტელეკომპანია, რომელიც საზოგადოებას, ბიზნესს და ქვეყნის განვითარებას სჭირდება", - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ „ბიზნესკონტაქტთან“ საუბრისას.