Home
Category
TV Live Menu
Loading data...

ბიზნესომბუდსმენის აპარატი "ხმაურის შესახებ კანონში" გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებას ითხოვს

592c0f9bdcf45
ელენე გოგბერაშვილი
29.05.17 16:05
835
ბიზნესომბუდსმენის აპარატი საკანონმდებლო ორგანოს "ხმაურის შესახებ კანონში" გამონაკლისი შემთხვევების გათვალისწინებას სთხოვს. ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი, ზურაბ ძნელაშვილი "საქმის კურსთან" საუბარში აცხადებს, რომ ისინი ითხოვენ რეგულაცია სამშენებლო ხმაურზე არ გავრცელდეს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, შემცირდეს სანქციების მოცვის ფარგლები და რეგულაცია მხოლოდ საცხოვრებელ და საძინებელ სათავსოებზე გავრცელდეს.

"გვაქვს რამდენიმე შენიშვნა კანონპროექტის მიმართ. ჩვენ გვინდა გამონაკლისები დაწესდეს. არ შეიძლება სანქციები ვრცელდებოდეს ნებისმიერ გარემოებაზე. ჩვენ ვითხოვთ, რომ სამშენებლო და სარემონტო ხმაურზე არ ვრცელდებოდეს ეს სანქციები. ეს გამოიწვევს ასეთი ტიპის სამუშაოების აკრძალვას, რაც არაგონივრულია. წესდება სანქციები, როგორც საცხოვრებელ სახლებში ისე სხვა საზოგადოებრივ ობიექტებში შემღწევ ხმარზე დღის და ღამის საათებში. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ფართო არ იყოს ეს შეზღუდვა და სანქციები დაწესდეს მხოლოდ საცხოვრებელ და საძილე სათავსებში შემღწევ გადაჭარბებულ ხმაურზე მხოლოდ ღამის საათებში", - აცხადებს ზურაბ ძნელაშვილი "საქმის კურსთან".

ხმაურის რა დონე ჩაითვლება კანონსაწინააღმდეგოდ, ამას მთავრობის მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს.